LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ პარტნიორებს არ უნდათ დესტაბილიზაცია, ყველას სიდინჯისკენ მოუწოდებენ: შალვა პაპუაშვილი

56
პაპუშა

საქართველოს მიმართ, ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება მეგობრულია. მათ უნდათ, რომ დესტაბილიზაცია არ იყოს და ყველას სიდინჯისკენ მოუწოდებენ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დესტრუქცია და თავქარიანობაა ის, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი საარჩევნო რეფორმის პროცესში არ მონაწილეობს.

”ევროპის სახალხო პარტიასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას” შორის განსაკუთრებული ბმა არის. იცით, რომ ”ნაციონალური მოძრაობა” ამ EPP – ის წევრია. ასეთი გამოხმაურება სხვა მხრიდან არ ყოფილა.

ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ მეგობრულია. მათ უნდათ, დესტაბილიზაცია არ იყოს და ყველას სიდინჯისკენ მოუწოდებენ.

ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ვიღაც უნდა იყოს დინჯი და ვიღაც თავქარიანი, ასე არ არის.

საარჩევნო რეფორმის პროცესში ოპოზიციური პარტიების ნაწილი არ მონაწილეობს. ეს არის სწორედ დესტრუქცია და თავქარიანობა. ჩვენს ოპონენტებს ყველა მოუწოდებს, პარლამენტში შემოვიდნენ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.

დროებითი საგამოძიებო კომისია სხვა არაფერია, თუ არა, დიალოგის გადმოტანა პროცესში, რათა შევთანხმდეთ, რა არის სიმართლე. თუ სიმართლეზე ვერ შევთანხმდებით, ჰაერზე ბრალდებების სროლა, თითქოს არჩევნები გაყალბდა, არასწორია. ნიკა მელიას მხრიდან კანონის დარღვევას ვხედავთ. ასევე ძალადობას ქართულ სამართლებრივ სისტემასა და მართლწესრიგზე. კანონი ირღვევა იმით, რომ ნიკა მელია ვალდებულებას არ ასრულებს და ამაში მას ოპოზიციონერები ეხმარებიან”. – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები