LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრექსიტი გადავადებულია

158
ბრექსითი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ბრექსიტის გადავადების შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონპროექტის ავტორები ლეიბორისტული პარტიის წევრი ივეტ კუპერი და კონსერვატორი ოლივერ ლეტვინი არიან.

დოკუმენტის თანახმად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის ახალი უკიდურესი ვადა უნდა დაასახელოს, რის შემდეგაც ის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს და შესაბამისი წინადადება ევროკავშირს წარედგინოს.

შეგახსენებთ, ბრექსიტის საკითხზე ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტი 10 აპრილს უნდა გაიმართოს. თუ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის ახალ თარიღზე შეთანხმება არ შედგება, ქვეყანას ევროკავშირის დატოვება 12 აპრილს შეთანხმების გარეშე მოუწევს.

მანამდე ტერეზა მეიმ ბრიუსელს ბრექსიტის 30 ივნისამდე გადავადების თხოვნით მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები