LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრალდების მხარე ნიკა მელიას პატიმრობის მოთხოვნით სასამართლოს დღესვე მიმართავს: პროკურორი

83
ამირან გულუაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის პროკურორის, ამირან გულუაშვილის განცხადებით, მელიას მიმართ აღვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს დღესვე მიმართავს. როგორც გულუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პარლამენტმა გაიზიარა ის სამართლებრივი არგუმენტაცია, რაც ბრალდების მხარეს გააჩნდა.

პროკურორმა პარლამენტს მელიასთვის პატიმრობის შეფარდებით მიმართა

„საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფაქტი, რომ თანამდებობისა და პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად, სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება  ყველა ადამიანისთვის სავალდებულოა. საპარლამენტო იმუნიტეტი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებისთვის ინდულგენციას არ წარმოადგენს. ბრალდების მხარე  შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღესვე უზრუნველყოფს. ვინაიდან საკითხი  აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ეხება, სასამართლომ შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში შესაბამისი სასამრთლო სხდომაუნდა ჩანიშნოს, სადაც მხარეთა არგუმენტების მოსმენა მოხდება, “ – განაცხადა პროკურორმა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების საკითხი, საპროცედურო საკითხთა წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე  გენერალური პროკურორის მიმართვის საფუძველზე განიხილეს.

ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შეჩერებას 88 დეპუტატმა 2-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა