LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბოლო ორ წელიწადში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი, რომელიც კონსულტაციის გზით და კერძო კომპანიებში ჩართულობით მივიღე” – ირაკლი ღარიბაშვილი

113
54432962-2202077523185514-8462017134346633216-o

საქართველოს თავდაცვის მინისტრის განმარტებით, პოლიტიკური ოპონენტების სპეკულაცია, რომელიც განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გააქტიურდა, უშინაარსო და დესტრუქციულია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებისთვის ღიაა ინფორმაცია მისი ქონებრივი დეკლარაციის შესახებ, ხოლო ოპოზიციური ძალების მიერ გავრცელებული ფარული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია დამახინჯებული ფაქტებია. მინისტრმა ამის შესახებ “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ასევე ისაუბრა ძვირადღირებული მაჯის საათების თემაზე და განმარტა, რომ ეს დესტრუქციული ძალების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო და მისი საათი არ არის ისეთი ძვირადღირებული, როგორ შეფასებასაც ოპონენტები აძლევენ.

“მე პოლიტიკაში ქუჩიდან არ მოვსულვარ. პოლიტიკამდე 10 წელი ვმუშაობდი ბატონ ბიძინა ივანიშვილთან მაღალ თანამდებობაზე და მქონდა ძალიან მაღალი შემოსავალი. განსხვავებით ამ გარყვნილი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ყველაფერს კადრულობენ. აბსოლუტურად არაფერი მაქვს დასამალი. როგორ შეიძლება იმაზე კომენტარი გავაკეთო, რომ ნახევარმილიონიანი საათი მიკეთია. ეს არის მიზანმიმართული, დამახინჯებული ფაქტები, რომლითაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა იყო განზრახული. მაგალითს გეტყვით, ეს არ არის ღია ინფორმაცია. როდესაც პოლიტიკიდან წავედი, ბოლო ორ წელიწადში მქონდა ნახევარი მილიონი შემოსავალი. ეს არის დეკლარირებული, ოფიციალური შემოსავალი. კონსულტაციის გზით მიღებული, ან სხვა კერძო კომპანიებში ჩემი ჩართულობით. არც მე, არც ჩემს ოჯახს არავისთვის არაფერი წაგვირთმევია. თუ რაიმე მაქვს, გამჭირვალე და დეკლარირებულია და გულწრფელად გეუბნებით”, – განაცხადა  ირაკლი ღარიბაშვილმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი თემებით სპეკულაცია წარმოაჩენს ოპოზიციის უსუსურობას. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპონენტებმა უკვე  გაიაზრეს, რომ არჩევნების გზით შეუძლებელია მათი კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები