LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოლო 10 წელიწადში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია და დღეს ისტორიულ მინიმუმზეა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

165
ირაკლი ღარიბაშვილი

„ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შევამცირეთ სიღარიბე, უმუშევრობა და დღეს არის ისტორიულ მინიმუმზე,“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე საქართველოში ბოლო 10 წელიწადში.

მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი საინტერესო სტატისტიკური მონაცემები.

თუ გავიხსენებთ 2012 წელს, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი იყო დაახლოებით 30%, უმუშევრობა 27%-ზე მეტი, დღეს არის დაახლოებით 17% უმუშევრობის მაჩვენებელი და სიღარიბე 15%-ზე ჩამოვიდა,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მაჭარაშვილი: რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება

„ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„პრემიერის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად.. ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ მიღწევას“ – ილჰამ ალიევი ღარიბაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები