ევროკავშირის ოფიციალური პირები,ომის შემდგომ სანქცირებული რუსი მაგნატების ქონების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას განიხილავენ. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით Bloomberg ავრცელებს.
ამასთან, გამოცემა წერს, რომ იდეა ადრეულ ეტაპზეა და გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერი, ერიკ მამერი ამბობს, რომ პრეზიდენტს ამ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით დავალება არ გაუცია. მისივე თქმით, ამ ეტაპზე აქტივები მხოლოდ გაყინულია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში