LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ბოგველის თქმით, მელიასთვის 40 000 ლარიანი გირაოს გადახდას თანაგრძნობის გამო აპირებს

53
Untitled design (3)

„ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის ბესიკ ბოგველი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის 40 000 – ლარიანი გირაოს გადახდის გადაწყვეტილება პოლიტიკოსისადმი თანაგრძნობის გამო მიიღო.

“ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს? მე დავტესტე სისტემა. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის.” – ამბობს “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი, რომელმაც განაცხადა, რომ  ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდას აპირებს.

ბოგველი ამბობს, რომ ქვეყანაში პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, რაციონალიზმი დაიკარგოს და განმარტავს, რომ გირაოს გადახდის გადაწყვეტილება მელიასადმი თანაგრძნობის გამო მიიღო:

“კონკრეტულ საქმეს ვაკეთებდი და ეს გადაწყვეტილება მაშინ მივიღე. მთელი ღამე არჩევდნენ ვისი კაცი ვარ, რეკავდნენ იქით, აქეთ. ფსიქოლოგი ვარ, არ შეიძლება პოზიცია ჰქონდეს ფსიქოლოგს? მე დავტესტე სისტემა. ნიკა მელია და ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, არის საქართველოს მოქალაქე და შესაბამისად, თანაგრძნობაც არის. ვხედავ, რომ პროცესები ძალიან ცუდად მიდის, რის გამოც, შესაძლოა, ქვეყანაში რაციონალიზმი დაიკარგოს. ტელევიზიებში დავაგზავნე კონკრეტული წერილები, ნებისმიერი კითხვას იქ ვუპასუხებ, მომიწვიეთ. ჯერ წერილს ველოდები, იქ წერია შეთავაზება, მსჯელობა და უკუკავშირი არ გვქონია.” – თქვა ბოგველმა.

შეგახსენებთ, ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, რომ მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელმა ბესიკ ბოგველმა გამოთქვა.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს ხელისუფლების დადგმული სპექტაკლია. ბოგველი კი აღნიშნავს, რომ დეტალებზე მას შემდეგ ისაუბრებს, როცა ტელევიზიები საეთერო სივრცეს დაუთმობენ.

ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები