LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესიკ ბოგველის ორგანიზაციამ გამოთქვა გირაოს გადახდის სურვილი, ეს არის ხელისუფლების დადგმული სპექტაკლი: მელიას ადვოკატი

91
40917640d27472aed0bc57fd48e0d3e3-XL (2)

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახშვილი ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს უწოდებს, “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ბესიკ ბოგველის ინიციატივას, რომელმაც ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის სურვილი გამოთქვა.

ადვოკატის თმით, ეს ნიკა მელიასთვის მიუღებელია.

“პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიღებულ იქნა “ფსიქოლოგთა განვითარების კვლევითი ცენტრის” ხელმძღვანელის, ვინმე, ბესიკ ბოგველის გადმოგზავნილი წერილი. წერილის შინაარსიდან გამომდინარე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულმა ორგანიზაციამ და პირადად, ბოგველმა ოფიციალურად მიმართა პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული გირაოს თანხა, 40 ათასი ლარის ოდენობით, გადაიხადოს.

მინდა ნიკა მელიას პოზიცია დავაფიქსირო, რომ აღნიშნული არის აბსლუტურად მიუღებელი, მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე გვაქვს ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტკალთან“,-განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები