LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება – უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

135
BeFunky-collage

ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.

„ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები