Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე” – ჰაჯა ლაჰიბი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე” – ჰაჯა ლაჰიბი

122
1686764664-hadia-labibi

ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე, – ამის შესახებ ბელგიის სამეფოს საგარეო და ევროპული ურთიერთობების საქმეთა, საგარეო ვაჭრობისა და კულტურული ინსტიტუტების მინისტრმა, ჰაჯა ლაჰიბმა ბრიუსელში, საერთაშორისო ფესტივალ „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველომ ევროპას მიმართა, რათა მიიღოს კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირში. საქართველო გახლავთ ევროპული ოჯახის ნაწილი, რისი დემონსტრირება ასევე მოლდოვამ მოახდინა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირები არსებობს 20 წლის განმავლობაში, ახლა არის ყველაზე უფრო მჭიდრო. ბატონო პრემიერო, თქვენი მთავრობა ამჟამად ახორციელებს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რომელიც ევროპულმა საბჭომ გადასცა საქართველოს, რომელიც მისცეს საქართველოს მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

თქვენ მოგვახსენეთ ინფორმაცია სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებულ შეფასებასთან დაკავშირებით. ჩვენ ველით ამ მიმართულებების გაუმჯობესებასა და ევროპული კომისიის მოხსენებას. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ბელგია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთ აყვავებული ევროპის ინტერესებით ლისაბონიდან თბილისამდე. ვაკვირდებით საერთო მომავალს, ბელგია საქართველოს გვერდით დგას დღეს, ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს ხვალ და მომავალშიც“, – განაცხადა ჰაჯა ლაჰიბმა.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია ევროკავშირში გაწევრიანებისკენ…მზად ვართ, გავაკეთოთ ყველაფერი ოცნების ასრულებისთვის” – ირაკლი ღარიბაშვილი

„საქართველოს მომავალი ევროკავშირშია” – ოლივერ ვარჰეი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები