LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Beko და Acer სტუდენტების მხარდასაჭერად

1221
11

დღეს კომპანიების „ბეკოსა“ (Beko) და „ეისერის“ (Acer) ინიციატივით წარჩინებული პირველკურსელები დასაჩუქრდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, რომლის მიზანიც „ბეკოს“, როგორც ბრენდის სოციალური პასუხისმგებლობის მდიდარი გამოცდილების და „ეისერის“ ტექნოლოგიის მომავლის ჩამოყალიბებისადმი ერთგულების წარმოჩენა იყო, სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის ოთხ სტუდენტს ახალი ლეპტოპები გადაეცათ.

„ეს ის სტუდენტები არიან, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები მიიღეს. დღევანდელი ღონისძიება სხვა ახალგაზრდებისთვისაც იქნება გზავნილი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება“, – განაცხადა კომპანია „ბეკოს“ დირექტორმა მეჰმედ მელიქმა.

ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) სკოლამ უმასპინძლა, აღინიშნა, რომ ტექნოლოგიებით მართულ დღევანდელ სამყაროში, „ბეკო“ და „ეისერი“ მიზნად ისახავენ სტუდენტების შთაგონებას და აკადემიური წარმატების წახალისებას.

„დღევანდელმა დღემ არაჩვეულებრივად ჩაიარა. მოხარულები ვართ, რომ ასეთი გამორჩეული სტუდენტებისთვის წამახალისებელი საჩუქრების გადაცემის შესაძლებლობა მოგვეცა, მით უფრო, რომ ჩვენს კომპანიას საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ნოუთბუქებისა, თუ სხვა მოწყობილობების ფართო ასორტიმენტი აქვს. თითოეულ ახალგაზრდას კიდევ უფრო მეტ წინსვლას ვუსურვებ“, – ნანა ვოლდეიძე, კომპანია „ეისერის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ცენტრალურ აზიასა და კავკასიის რეგიონში.

დამსწრე საზოგადოებისთვის სიტყვით მიმართვის საშუალება სტუდენტებსაც მიეცათ.

„საჩუქარი, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რადგან საკუთარი ლეპტოპი არ მქონდა და დავალებების შესასრულებლად, ჩემ მიერ არჩეული ფაკულტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი უნივერსიტეტისგან თხოვება მიწევდა. ახლა უკვე სწავლის გაგრძელება საკუთარი მოწყობილობით შემიძლია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი კომპანიებს „ბეკო“ და „ეისერი“, – ქეთევან შავაძე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი.

„იქიდან გამომდინარე, რომ ტექნოლოგიური მიმართულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ლეპტოპი დიდი საჩუქარია. ის მომცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად და სწრაფად მივაღწიო მიზნებს და სასარგებლო საქმეები არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ვაკეთო“, – ანასტასია კეკენაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მათემატიკის ფაკულტეტის სტუდენტი.

Beko: ჩემპიონი მდგრადობაში

„ბეკო“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გლობალური ბრენდია, რომელიც ცნობილია თავისი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებითა და საზოგადოებრივი ინიციატივებით. კომპანიის აქტიური ჩართულობა სხვადასხვა პროექტებში ადასტურებს მის ერთგულებას ახალგაზრდა ტალანტებისა და ზოგადად, ნათელი მომავლისადმი.

Acer: ტექნოლოგიის მომავლის ფორმირება

1976 წელს დაარსებული ბრენდი „ეისერი“წამყვანი ICT კომპანიაა, რომელიც 160-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. მისი მიზანი ჩვენს ცხოვრებაში ტექნოლოგიის შეუფერხებლად ინტეგრირებაა. „ეისერის“ 7700 თანამშრომელი დაუღალავად შრომობს ადამიანებსა და ტექნოლოგიას შორის ბარიერების დასარღვევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები