პრემირ-მინისტრმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მამუკა ხაზარაძესა და ანაკლიის პროექტზე ისაუბრა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პორტთან დაკავშირებული საერთაშორისო სასამართლო დავა მამუკა ხაზარაძის მხრიდან ქვეყნისთვის “საუკუნის ძარცვაა”, რადგან ის სასამართლოში კომპენსაციის სახით 1.5 მილიარდ ლარს ითხოვს.
მისივე თქმით, მთავრობისგან, მათ შორის ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან და თავად ღარიბაშვილისგანაც, პრემიერობის დროს, ანაკლიის პორტს სრული მხარდაჭერა ჰქონდა.
“ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დოლარი დახარჯა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის, საკუთარი ჯიბიდან. ბატონმა ხაზარაძემ, შედარებისთვის, ანაკლიის პროექტისთვის, რომელსაც იგი თავად უწოდებს საუკუნის პროექტს, დახარჯა 3 მილიონი დოლარი.
დღეს ბატონი ხაზარაძე და მისი ჯგუფი, წასულია უცხოეთის სასამართლოში და ქვეყანას უჩივის. რამდენს?! 1.5 მილიარდ დოლარს. რომ ქვეყანას, ჩვენ ხალხს, წაგლიჯოს 1.5 მილიარდი დოლარი. ეს არის პასუხი თქვენს დემაგოგიაზე. თქვენეული ხედვა ბატონო მამუკა, არ არის საუკუნის პროექტი, ეს არის საუკუნის ძარცვის პროექტი მეგობრებო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.