LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: პრემიერის დღევანდელი განცხადება მათი მოღვაწეობის შედეგია – ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, არასერიოზულია

78
ბადრი-ჯაფარიძე

„ახლა საუბარი იმაზე, რომ თურმე საჭიროა გაღატაკებული მოსახლეობის დახმარება, რადგან ისინი ზარმაცობენ და არა ის, რომ აბსოლუტურად არაეფექტური და მავნებლური ეკონომიკაა ამ ქვეყანაში, აბსოლუტურად არასერიოზული განცხადებაა,“ – ამ განცხადებით პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ პრემიერ-მინისტრის განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიანი მოქალაქეებისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზებას გეგმავს.

შრომისუნარიანი მოქალაქეები სიღარიბეს, უმოქმედობას შევაჩვიეთ – სოციალური დახმარების ნაცვლად, სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ: ღარიბაშვილი

ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი სოციალურ შემწეობას დამოკიდებული, გაღატაკებული ადამიანების რიცხვის მნიშვნელოვან ზრდას გულისხმობს და ეს არის მოსახლეობის გაღატაკების გაგრძელების ბიუჯეტი.

„ჩვენ გვქონდა ინიციატივა შარშან, საპარლამენტო არჩევნების წინ, რომ გასათვალისწინებელია ფაქტი, რომ ადამიანები სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ვერ ბედავენ სამუშაოს დაწყებას, თუმცა, მათ უნდა შეუნარჩუნდეთ გარკვეული პერიოდით ეს სოციალური დახმარება, მუშაობის დაწყების შემდეგ და მერე მოეხსნათ, როცა მათი მდგომარეობა დასტაბილურდება. დღეს ქვეყანაში სამუშაო ადგილების არარსებობაა და არა ის, რომ ვინმეს მუშაობის დაწყება ეზარებოდეს“, – განაცხადა  ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთ ინიციატივას ონლაინ კაზინოების მუშაობის გამკაცრებასთან დაკავშირებით, „ლელოს“ დეპუტატის შეფასებით, რომ კაზინოებმა ძალიან დიდი უბედურება მოუტანა მოსახლეობის დიდ ნაწილს და „განსაკუთრებით, ონლაინკაზინოების შეუზღუდავმა წვდომამ“.

ირაკლი ღარიბაშვილი – პირველ ეტაპზე იგეგმება ონლაინ კაზინოებისთვის გადასახადის გაზრდა, რეკლამის აკრძალვა, მომხმარებლების ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე აწევა, მეორე ეტაპზე კი საერთოდ აკრძალვა

„კაზინოების შემოსავლებიდან ძალიან მცირე ნაწილი შემოდის სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც უნდა შემოდიოდეს. სამწუხაროდ, ონლაინკაზინოების მართვის არსებობამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი დაზარალდა, განადგურდა, გაღატაკდა.

ონლაინკაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსატანი თანხა უნდა გაიზარდოს და ის მთლიანად განათლების სისტემის რეფორმისკენ და მისი გაუმჯობესებისკენ მიემართოს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები