აშშ-ის წარმომადგენელი თელ ავივში ჩავიდა. ამერიკელი დიპლომატი ჰადი ამრი ისრაელის, პალესტინელებისა და გაერო-ს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში ჩაერთვება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად.
ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება “ჰამასს” შორის ორმხრივი იერიშები კვლავ გრძელდება.
ისრაელის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ კონფლიქტის დაწყების დღიდან, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 2 000-ზე მეტი რაკეტაა გაშვებული. მათი უმეტესობა საჰაერო-თავდაცვითმა სისტემებმა გააუვნებელყო, 350-მდე რაკეტა კი, თავად ღაზას ტერიტორიაზე ჩამოვარდა.