ამერიკის შეერთებული შტატები შავ ზღვაში გემების გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN ავრცელებს. მათივე ცნობით, ამის მიზეზი რუსეთის მიერ ქერჩის სრუტეში უკრაინის გემებზე განხორციელებული თავდასხმაა. ამის შესახებ ინფორაცია ჟურნალისტებს აშშ-ის სამმა ოფიციალურმა პირმა აცნობა. მათივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა უკვე გაუგზავნა შესაბამისი შეტყობინება თურქეთის ხელისუფლებას.
ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა.
უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.