პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება.
როგორც ლომჯარია აღნიშნავს, მუშაობს სანქციებიც და მუშაობს ვაქცინაც.
“ირაკლი, ჩვენც ხალხურად აგიხსნით, არავინ გთხოვს ზელენსკი გახდე, უბრალოდ გაჩუმდი! თავს ნუ გვჭრი
სანქციები მუშაობს და ვაქცინაც!” – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში
24 თებერვალს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ის კორონავირუსის საწინააღმდეგო “ბუსტერ” დოზის ვაქცინას არ გაიკეთებს, რადგან მისი მტკიცებით იგი არ მუშაობს.
რაც შეეხება ლომჯარიას განცხადებაში აღნიშნულ საკითხს სანქციების შესახებ, ღარიბაშვილმა დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ დასავლეთის დაწესებული სანქციები ეფექტური საშუალება არაა.