„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოპოზიციას აქვს მცდელობა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.
მისი თქმით, არაადეკვატურია, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს.
„ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს. წინა შემთხვევაშიც ამბობდნენ, რომ არჩევნები მოიგეს. როდესაც ისინი ამბობენ, „ჩვენ მოვიგეთ არჩევნები“, ამას კომენტარიც აღარ სჭირდება. აქ უკვე ნათელია, რამდენად არაადეკვატურები არიან მოვლენების მიმართ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის რა ხარისხის მცდელობა აქვთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე და თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი, ნიკა მელია, აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, თითმმართველობის არჩევნებში თბილისში ოპოზიციური სპექტრი დამაჯერებლად იგებს.
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი ქართულმა ოცნებამ წააგო დიდი სხვაობით: ნიკა მელია