Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
“არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი – ღარიბაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, ნავთობის იმპორტიორები დაიბარონ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი – ღარიბაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, ნავთობის იმპორტიორები დაიბარონ

122
1614258484-ირაკლი-ღარიბაშვილი-1-e1615783465431-1

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე 80-90- თეთრიანი, თითქმის 1 ლარის ღირებულების ფასნამატი იყოს. მან მოუწოდა მინისტრთა კაბინეტის წევრებს, დაიბარონ ნავთობის იმპორტიორები, რათა ფასები გონივრულ ზღვრამდე ჩამოიწიოს.

„ჩვენი ჩარევის შედეგად, გარკვეულწილად, დარეგულირდა და შემცირდა ნავთობის ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემებს ვაკვირდები და ვხედავ, რომ აქ ისევ არის მაღალი მარჟები, ნავთობის იმპორტიორები ისევ მაღალ მოგებაზე მუშაობენ, რაც მიუღებელია.

[related_news id=”832853″ align=”right”]

მინისტრებო, თქვენ უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და უნდა შევძლოთ გონივრულ ზღვრამდე ფასების ჩამოწევა. არ შეიძლება, რომ ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი.

იმედი მაქვს, ჩვენს პოზიციას და მოწოდებას ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია, ამ საკითხის დარეგულირება მაქსიმალურად მოკლე დროში – ეს არის ჩემი პრინციპული პოზიცია.

თქვენ გახსოვთ, რომ წამლების საკითხზეც იმპორტიორების მხრიდან წინააღმდეგობა იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან მარტივად შევძელით ამ საკითხის მოგვარება, ამიტომ მჯერა, რომ იმპორტიორები გაითვალისწინებენ ჩვენი ხალხის ვითარებას და დაიწყებენ საწვავის ფასების შემცირებას – ეს არის ჩვენი მოლოდინი, რაზეც გვაქვს დიდი იმედი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“მოსახლეობას პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს… არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება” – ღარიბაშვილი

“უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული” – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები