„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აკეთებს კომენტარს, გრიგოლ ვაშაძის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს, რომ საქართველო ფინანსურ სანქციებს შეერთებულია. როგორც მელია ამბობს, მან იცის რას ემსახურება ვაშაძის განცხადებები, მაგრამ ყველა ფრჩხილის გახსნა არ სურს.
„ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირე. ვერაფერი გავიგე იმ გზავნილების, რას ემსახურება როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფროს სწორად გავიგე და არ მინდა ყველა ფრჩხილი გავხსნა. კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი.
რაც შეეხება იმას, რომ საერთაშორისო ფორუმზე საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას. ბავშვები ხომ არ ვართ? როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა, ბელორუსისა და სომხეთის გარდა, მხარს უჭერს რუსეთის გარიცხვას და ამას ასაღებ როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს. აბა, ყოფილიყო ხმა ხმაში, ორმოცდაათი ორმოცდაათზე და „ქართული ოცნების“ ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი, რას იზამდა.
როდესაც „ქართული ოცნების“ გზავნილებით ხარ აღჭურვილი, ვინც არ უნდა იყოს, არ მინდა და ნუ დამაპირისპირებთ. იმ საქმეში ვარ ჩართული, სადაც ქვეყნის ინტერესი დევს, ჩვენი შვილების, მშობლების და მოქალაქეების სასწორზეა, აქ დანდობა არავის შეიძლება, ზრდილობის ფარგლებში ვხსნი მაქსიმალურად. როდესაც ხელისუფლება გყავს ისეთი, როგორიც გყავს, როდესაც რუსეთი ვერ ჩაწერა რეზოლუციაში, როდესაც მსჯელობაც კი არ დაიწყო სანქციებზე შეერთების თაობაზე ხელისუფლებაზე, ან მთლიანად შევერთებოდით, ან ნაწილობრივ ა საერთოდ არ შევერთებოდით, მაგრამ მსჯელობა ხომ შეიძლებოდა დაგვეწყო“, – აცხადებს მელია.