LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში – ღარიბაშვილი

2306
ipiccy_image

უახლოესი 1 კვირის განმავლობაში სამშენებლო კომპანიებს გრძელვადიანი განვადებით მშენებლობის დაწყების ახალი პაკეტი წარედგინებათ,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩემი დავალებით, ეკონომიკურმა გუნდმა გაამზადა პაკეტი, რომელიც სამშენებლო კომპანიებს უახლოესი 1 კვირის განმავლობაში წარედგინება. ეს საკითხი ეხება გრძელვადიანი განვადებით მშენებლობების დაწყებას. ჩვენ გვინდა, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალი იყოს ქვეყანაში, ამას პირდაპირ უკავშირდება დასაქმების პროგრამა, რომელზეც ჩვენ აპრილიდან ინტენსიურად დავიწყებთ მუშაობას და ათასობით სამუშაო ადგილს შევქმნით ქვეყანაში”,-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპაში, აზერბაიჯანის შემდეგ, საქართველოში გაზი ყველაზე იაფია – პრემიერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები