LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ მელია შვილზე: „მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, სხვა პარტიაში არ წავა“

157
BeFunky-collage

დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები, სხვა პარტიაში არ წავა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ განაცხადა.

„არავინ იცნობს ნიკა მელიას ისე, როგორც მე ვიცნობ. მისთვის, გარდა კაცობისა, სიყვარულისა და ერთგულებისა, ყველაფერი ზედმეტია. მას თუ სურდა მოლაპარაკება სხვადასხვა პარტიასთან, აქ დასაძრახი რა არის? ერთობაა საჭირო. ყველა ერთად უნდა ვიყოთ, რომ გავიმარჯვოთ.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია, მიუხედავად იმისა, როგორ დამთავრდება “ნაციონალურ მოძრაობაში” არჩევნები, სხვა პარტიაში არ წავა”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ვიდეო: “ხაბეიშვილი ყველაფერს იკადრებს, არ მიკვირს, რასაც მიკეთებს” – ნიკა მელია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები