LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო“ – მელია ჯაფარიძესთან დაკავშირებით შაქარიშვილის განცხადებაზე

723
fot (3)

ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ვატო შაქარაშვილის „ფეიბუქის“ პოსტს, რომელიც მან „გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძის თავდასხმასთან დაკავშირებით დაწერა.

„მეტი არაფერია რუსეთი, თუ არა ძალადობა რელიგიის სახელით, ომი მშვიდობის სახელით და მკვლელობა სიცოცხლის სახელით….თუ რამე არის ქართული მრავალფეროვნებაა, თუ რამე არის ქრისტიანული ტოლერანტობაა ….

ის კი რაც აქ წერია, არის ძალადობა, არის დანაშაული, ამის გაკეთებაც, მოწონებაც, გაზიარებაც და წაქეზებაც! ამას არც კაცობასთან, არც ქრისტიანობასთან, არც ეროვნულობასთან და არც ევროპულობასთან არაფერი აქვს საერთო!”- წერს ნიკა მელია.

 

 

 

„ცხვირ-პირში მოხვდა, ზურა გირჩი დარჩა შარვალჩახდილი“ – შაქარიშვილი ჯაფარიძეზე თავდასხმას ეხმაურება

„მანქანაში მარტო მყოფ ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხა ვიღაც გიჟი“ – რას წერს „გირჩი – მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის თანამშრომელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები