LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი „ფეთქებადსაშიშია“ – ნიკა მელია ჟვანიას ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

579
fot (1)

“ენმ”-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ჟვანიას ქუჩაზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე დატბორვის დიდი საფრთხე არსებობს.

“ასეთ “განაშენიანებას” ყველა მარტივად დავინახავთ, თბილისს თუ ზემოდან გადმოვხედავთ…. გუშინ ეს ფოტო პირადად გადავიღე, ფოტოზეა ჟვანიას ქუჩაზე აშენებული ე.წ. პროკურორების კორპუსი.

კორპუსი რომელიც აქ რატომ “ამოვიდა” გაუგებარია…

ამ ადგილას არის დატბორვის დიდი საფრთხე, იქვე მეორე ფერდი კი “ფეთქებადსაშიშია”.

სტიქიას შეიძლება წინ ვერაფერი აღუდგება – განაშენიანება კი დაგეგმვადია…”, – წერს ნიკა მელია ფეისბუქში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები