LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – ირაკლი ღარიბაშვილი

121
1639827524-ირაკლი-ღარიბაშვილი-3

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა ორ ვარიანტს განიხილავს – უკვე არსებული აეროპორტის გაფართოებას, ან ვაზიანში ახალი აეროპორტის აშენებას.

„მთავრობის გადაწყვეტილებით, აქტიურად განვიხილავთ ახალი აეროპორტის აშენების შესაძლებლობას. ვამუშავებთ ორ ვარიანტს – ერთი ეს არის არსებულის გაფართოება, თუმცა ამ ვარიანტს უფრო მეტი მინუსი აქვს. გვაქვს მეორე ვარიანტი, რომელიც დამუშავების პროცესშია. საუბარია, ვაზიანის ტერიტორიაზე, ახალი, თანამედროვე, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენებაზე. ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი არქიტექტორებისა და კომპანიების შერჩევა. გვინდა, სამუშაოები 2024 წელს დავიწყოთ. მანამდე პროექტირებას დასჭირდება დრო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„ჩვენმა მთავრობამ შეძლო, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს – 17.3%-ს მიაღწია, აბსოლუტური სიღარიბის დონე ასევე ისტორიულ მინიმუმამდე – 15.6%-მდე ჩამოვიდა – ირაკლი ღარიბაშვილი