LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ პრემიერს პამდემიასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაცვას ურჩევენ

49
ipiccy-image

ეკონომიკის ექსპერტი ვახტან ჭარაია ფიქრობს, რომ პრემიერი ღარიბაშვილისგან საზოგადოება პირველ რიგში ეკონომიკური სირთულეების გადალახვას მოელის.

ექსპერტს იმედი აქვს, რომ ახალი პრემიერი უკომპრომისო იქნება ეკონომიკური რეფორმების გატარებაში თავის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, როგორც მინიმუმ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  1. ქვეყნის გრძელვადიანი სტრატგიული განვითარების გეგმის შემუშვება და მისი ზედმიწევნით აღსრულება;
  2. ეკონომიკის სტრუქტურული მოდერნიზაცია, სადაც უმთავრეს ადგილს ეროვნული წარმოება დაიკავებს და უზრუნველყოფილი იქნება ჯანსაღი კონკურენცია;
  3. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების სახელმწიფოს მიერ განხორციელება;
  4. პამდემიასა და ეკონომიკას შორის ბალანსის დაცვა, რომელიც არამხოლოდ მოკლევადიან არამედ გრძელვადიან კეთილდღეობასაც მოგვიტანს;
  5. ციფრული ტექნოლოგიების ათვისება ყველა დონეზე და სახელმწიფო პრიორიტეტად ქცევა.

„იმედი მაქვს ბატონი პრემიერი მალევე გამოძებნის დროს ეკონომისტებთან შესახვედრად და მით უკეთესი იქნება თუ მუდმივმოქმედ პლათფორმას ჩამოაყალიბებს. იმედი მაქვს, მისი სიხისტე, სწორედ ეკონომიკურ რეფორმებში იქნება გამოვლენილი და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე არანაკლებ მნიშვნელოვან პროექტებს დაამშვენებს ხელმოწერით“, – ამბობს ვახტანგ ჭარაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები