LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ქართულ პასპორტს კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა“

235
Untitled design

ჩინეთის მიერ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შემოღების გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება.

ჩინეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა

მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ქართულ პასპორტს კიდევ უფრო მეტი ფასი დაედო“.

„ეს ქართული პასპორტის კიდევ უფრო გაძლიერებას ნიშნავს. ყველა ქვეყნის პასპორტს მსოფლიოში თავისი ფასი და ძალა აქვს. ქართულ პასპორტს დაედო კიდევ უფრო მეტი ფასი, ქართული პასპორტი კიდევ უფრო გაძლიერდა.

საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთ და, ამ შემთხვევაში, ძალიან დიდ და ძლიერ ქვეყანაში შეძლებენ უვიზო მიმოსვლას და ეს ძალიან კარგია. ეს გადაადგილება ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებზეც ძალიან კარგად აისახება, ამიტომ ქართული პასპორტის გაძლიერება ნიშნავს ქართველი მოქალაქის გაძლიერებას მსოფლიო ასპარეზზე, ქართული ეკონომიკის გაძლიერებას, სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებას ჩინეთთან და მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური შეიძლება იყოს. ეს არის ისტორიული მოვლენა, რომელსაც თავისი გვერდითი კიდევ მეტი პოზიტიური და დადებითი ეფექტებიც აქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისათვის, ჩინეთის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დაწესდა. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები