რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ახალი პროექტი „ბედნიერების მარათონი – დედის დღე Turkish Airlines-თან ერთად“, რომელიც ემიგრანტებს და მათი ოჯახის წევრებს სიყვარულის ერთთვიან მარათონში მონაწილეობას და მონატრების საკუთარი ისტორიების მოთხრობას სთავაზობს, ყოველ პარასკევს კვირის, 3 მარტს კი, საბოლოო გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც ოჯახის წევრებთან შეხვედრას უნიკალური შანსი მისცემს.
👩👧👦აიხდინე ოცნება და მოიწყვე მონატრებული შეხვედრა ემიგრანტ დედასთან ან შვილთან Turkish Airlines-თან ერთად! #ვაერთიანებთოჯახებს ✈️რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და Turkish Airlines წარმოგიდგენთ ერთობლივ, გრანდიოზულ პროექტს „დედის დღე Turkish Airlines-თან ერთად“ 💌მონაწილეობის მისაღებად: 🔹ჩაერთეთ ბედნიერების ერთთვიან მარათონში, შედით ,,ფორტუნას“ და ,,არ დაიდარდოს“ ფბ-გვერდებზე https://www.facebook.com/fortuna106.9 https://www.facebook.com/ardaidardo 🔹შეავსეთ კითხვარი, წერილობით გამოგვიგზავნეთ დედის მონატრების ყველაზე ემოციური ისტორია/წერილი, დაელოდე ჩვენ ზარს და გახდი გასაოცარი პრიზის მფლობელი https://shorturl.at/qBOUX ✈️გამარჯვებულს, ავიაკომპანია Turkish Airlines დედასთან ან შვილთან შესახვედრად გადასცემს ბილეთს სასტუმროსთან ერთად, ევროპის ნებისმიერ ქალაქში 💌შემოგვიერთდი, დაელოდე ჩვენს ფბ-გვერდზე განთავსებულ შენს ისტორიას, მონიშნე ისტორიის მთავარი გმირი და გაუზიარე ემოციები მეგობრებს 🥰დაელოდე 3 მარტს და გახდი გამარჯვებული! 🕚ყოველდღე, 11:07 წუთზე უსმინე „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ ეთერში სპეციალურ რუბრიკას და გააზიარე დადებითი ემოცია Turkish Airlines-თან ერთად #Fortunage #TurkishAirlines კონკურსში მონაწილეობის წესებს ვრცლად გაეცანით აქ⤵️ https://shorturl.at/muLO3
Posted by Tata Sadradze on Wednesday, February 14, 2024
პროექტზე თეატრმცოდნემ ნიკოლოზ წულუკიძემ ისაუბრა, რომელიც კეთილი ნების სტატუსით შეუერთდა Turkish Airlines-ის წამოწყებას და მსმენელს პროექტის ერთ-ერთი მონაწილის – ნათია ზაბახიძე წერილი გააცნო.
რა თქმა უნდა, დედისა და შვილის ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ძალიან დასაფასებელია წამოწყება, რომელიც სოციალური თუ სხვა პრობლემებით გაწყვეტილი კავშირის აღდგენას უწყობს ხელს. ჩემთვის დედა-შვილის ურთიერთობა ყველაზე წმინდა და ხელშეუხებელია, ერთგვარი ხატებაა, რომელიც უძლიერესი საყრდენია და მთელი ცხოვრება გაძლიერებს. ჩვეულებრივ, ადამიანებს ყველაფერი შენგან უნდათ, დედა კი, ერთადერთია, რომელსაც ყველაფერი შენთვის უნდა. დედა-შვილის სიყვარულს, რომელიც მარადიული და უწყვეტია, ვერც დრო ანგრევს, ვერც დისტანცია, ამიტომ ყველა წერილი დედის მისამართით ან პირიქით – გულწრფელი და საოცრად ემოციურია. ძალიან მომწონს ახალი პროექტი, რადგან ერთგვარ ზნეობრივ მაგალითს აძლევს საზოგადოებას. რა თქმა უნდა, მამასაც უზარმაზარი ამაგი აქვს, მაგრამ დედას სულ სხვა ემოციური კავშირი აქვს შვილთან.
დეტალურად პროექტზე Turkish Airlines-ის რეგიონული გაყიდვების და მარკეტინგის ხელმძღვანელმა ირინა ჟორჟოლიანმა და თეატრმცოდნემ, პროექტის კეთილი ნების ელჩმა ნიკოლოზ წულუკიძემ ისაუბრეს, რომელთაც კვირის გამარჯვებულად თამარ ქიმაძე დაასახელეს.
(ირინა ჟორჟოლიანი) ახლოვდება 3 მარტი, ამიტომ მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებთ პროექტის მონაწილეებს. ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება საუკეთესოს შერჩევა, რადგან ყველა წერილი პოეტურად, საოცრად ემოციურადაა დაწერილი. კვირის რჩეულის შერჩევა გვიჭირს და წარმომიდგენია როგორი რთული იქნება საბოლოო გამარჯვებულის გამოვლენა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქტიურობა და მათი „ლაიქები“, რათა შევარჩიოთ საუკეთესო საუკეთესოთა შორის.
(ნიკოლოზ წულუკიძე) მართლაც, ძალიან რთულია საუკეთესოს გამოვლენა, რადგან ყველა წერილი ნამდვილი და გულწრფელია. მათი კითხვისას განსაკუთრებით გრძნობ ავტორების სევდას, ტკივილს და მოლოდინს. დიდ მადლობას გადავუხდი Turkish Airlines-ს, რომელმაც ერთგვარი შუამავლის როლი იკისრა და ასეთი არაჩვეულებრივი პროექტი ჩაიფიქრა. ყოველთვის მოუთმენლად ველით წერილებს, იმედია გამარჯვებულის გამოვლენისას ჩვენი არჩევანი საზოგადოების არჩევანს დაემთხვევა.
საზღვარგარეთ წასვლა – ყოველთვის უკეთესისკენ სწრაფვას ნიშნავს. გასულ წელს, ბრწყინვალე ქალბატონის ქეთევან ბაგრატიონის წყალობითა და მასპინძლობით ვატიკანს ვეწვიე და საკუთარი თვალით ვნახე პაპის საცავებში შენახული სულხან-საბას წერილები. ასეთი ადამიანები ცვლილებებისა და უკეთესი მომავლის შექმნის სურვილით მიდიოდნენ ემიგრაციაში, რადგან ყველა წასვლას ადრე თუ გვიან თავისი შედეგი მოაქვს. მინდა იმ დედებს, ვისაც შვილებისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის მოუწიათ ქვეყნიდან გამგზავრება, ბედნიერება ვუსურვო და იმედი დავიტოვო, რომ მათი შეხვედრა შვილებთან აუცილებლად სიკეთის საწინდარი იქნება.
👩👧👦აიხდინე ოცნება და მოიწყვე მონატრებული შეხვედრა ემიგრანტ დედასთან ან შვილთან Turkish Airlines-თან ერთად! #ვაერთიანებთოჯახებს ✈️რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“ და Turkish Airlines წარმოგიდგენთ ერთობლივ, გრანდიოზულ პროექტს „დედის დღე Turkish Airlines-თან ერთად“ 💌მონაწილეობის მისაღებად: 🔹ჩაერთეთ ბედნიერების ერთთვიან მარათონში, შედით ,,ფორტუნას“ და ,,არ დაიდარდოს“ ფბ-გვერდებზე https://www.facebook.com/fortuna106.9 https://www.facebook.com/ardaidardo 🔹შეავსეთ კითხვარი, წერილობით გამოგვიგზავნეთ დედის მონატრების ყველაზე ემოციური ისტორია/წერილი, დაელოდე ჩვენ ზარს და გახდი გასაოცარი პრიზის მფლობელი https://shorturl.at/qBOUX ✈️გამარჯვებულს, ავიაკომპანია Turkish Airlines დედასთან ან შვილთან შესახვედრად გადასცემს ბილეთს სასტუმროსთან ერთად, ევროპის ნებისმიერ ქალაქში 💌შემოგვიერთდი, დაელოდე ჩვენს ფბ-გვერდზე განთავსებულ შენს ისტორიას, მონიშნე ისტორიის მთავარი გმირი და გაუზიარე ემოციები მეგობრებს 🥰დაელოდე 3 მარტს და გახდი გამარჯვებული! 🕚ყოველდღე, 11:07 წუთზე უსმინე „ფორტუნას“ და „არ დაიდარდოს“ ეთერში სპეციალურ რუბრიკას და გააზიარე დადებითი ემოცია Turkish Airlines-თან ერთად #Fortunage #TurkishAirlines კონკურსში მონაწილეობის წესებს ვრცლად გაეცანით აქ⤵️ https://shorturl.at/muLO3
Posted by Nikoloz Tsulukidze on Tuesday, February 20, 2024
ფოტო: თამუნა სისაური