„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს, გიორგი კეკელიძეს, რომელიც თანამდებობიდან გათავისუფლდა, კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის.
გიორგი კეკელიძის თქმით, მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თანამდებობიდან წასვლაზე ესაუბრა. კეკელიძე თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ძალიან დიდი უსამართლობაა“.
“პარლამენტის თავმჯდომარე შემხვდა და მითხრა, რომ უნდა წავიდე დაკავებული თანამდებობიდან, რადგან 11 წელი ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვმუშაობდი და განახლების დროა. მე მშვიდად ვუთხარი, რომ იურიდიულად ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ არსებობს სხვა სამართალი და ამ სამართლით, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა”, – აცხადებს კეკელიძე.