LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს 2024 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელეს

119
ირაკლი

„2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი, დაახლოებით, 27 მილიარდი ლარი იყო, 11-12 წელიწადში ის სამჯერ გაიზარდა, 2027 წელს კი, მინიმუმ, 108 მილიარდი ლარი იქნება“ – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტზე იმსჯელეს.

„ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე ბოლო სამი თვის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავეთ. შეიძლება ითქვას, რომ პარლამენტთან, მთავრობაში, მინისტრებთან სათითაოდ გავიარეთ ყველა ის საკითხი და ინიციატივა, რომლებსაც 2024 წელს განვახორციელებთ. ვფიქრობ, კარგი ბიუჯეტი გამოვიდა. ის კონსერვატიულადაა დაგეგმილი. ჩვენ მასში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გავითვალისწინეთ. 2,5%-მდეა შემცირებული ბიუჯეტის დეფიციტი და გვინდა, რომ შემცირების ეს ტენდენცია შემდგომ წლებშიც შევინარჩუნოთ. მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან 38% იქნება, რაც ასევე ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ჯამში, 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 25 მლრდ ლარი, ნაერთი ბიუჯეტი კი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი, ხელშესახები სიახლეები და ცვლილებები გვექნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები