პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას დაამტკიცებენ.
აღნიშნულის შესახებ პრემიერმა, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ გეგმა ისედაც გათვალისწინებული, განსაზღვრული იყო და არის 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილი:
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული საბჭოს მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მთავრობა საერთო, სახალხო, ეროვნული გამარჯვების ზეიმს გამართავს
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე საუბრისას განაცხადა, ეს იქნება ჩვენი ხალხის და მთავრობის მუშაობის შედეგი.
„დღეს, მთავრობის სხდომაზე დავამტკიცებთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმას, რომელიც ისედაც გათვალისწინებული, განსაზღვრული იყო და არის 12 პრიორიტეტის შემადგენელი ნაწილი, ახლა უკვე 9 ნაბიჯის მიხედვით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ამის დამტკიცების თაობაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ დღეს განიხილავენ და მოიწონებენ ევროკომისიის მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმას.
„თითოეულ ამ გადასადგმელ ნაბიჯზე და რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი იქნება შესაბამისი სამოქმედო გეგმაც და შესრულების ვადებიც“. – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.