„ბოლქვაძემ როიალზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, მაგისთვის არის ამ პარლამენტში“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტარმა ეს სფერო ძალიან კარგად იცის.
„მე ის მიკვირს, გულწრფელად, რომ თქვენ ელისო ბოლქვაძისგან როიალზე საუბარი გიკვირთ. ელისო ბოლქვაძემ როიალზე, ხელოვნებაზე, კულტურაზე უნდა ილაპარაკოს, აბა, რაზე უნდა ილაპარაკოს? მაგისთვის არის ამ პარლამენტში. ეს სფერო იცის ძალიან კარგად. ამ სფეროს პოპულარიზაციაზე და შესაბამის პოზიტიურ შედეგებზე უნდა ილაპარაკოს.
არა? არ ეკუთვნის? – კიდევ ვიმეორებ, ითხოვს თუ არ ითხოვს, რაღაც პრეცედენტებია და შეიძლება მხარიც დავუჭიროთ. რატომაა დასაცინი თემა? ელისო ბოლქვაძეზე როიალთან მიმართებით სასაცილო რატომაა თემა, ამიხსენით,“- თქვა მდინარაძემ.