თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, „ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე“. მისივე თქმით, გუშინ ღამით ისრაელმა ღაზის სექტორის დაბომბვა გააძლიერა, რამაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა.
„გუშინ ღამით, ისრაელმა ღაზას დაბომბვა გააძლიერა და კიდევ ერთხელ ამოიღო მიზანში ქალები, ბავშვები, უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისი გააუარესა. ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ეს სიგიჟე და შეაჩეროს თავდასხმები“, – წერს ერდოღანი „ტვიტერის“ გვერდზე.