LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს

118
ირაკლი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, მდგრადი განვითარების სამიტზე, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება, დიალოგის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე − „ინტეგრირებული პოლიტიკისა და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად“ − სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენმა მთავრობამ 2021 წელს ლოკალიზაციის გეგმა მდგრადი განვითარების მიზნების საკვანძო დონეზე ინტეგრირებისთვის კიდევ უფრო დახვეწა. ამჟამად, გეგმის მეშვეობით, საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში 32 მონაწილეობს. 2025 წლისთვის ამ პროცესში ყველა მუნიციპალიტეტი ჩაერთვება.

ეს ლოკალიზებული ძალისხმევა ემთხვევა ჩვენ მიერ შემუშავებულ სამთავრობო დოკუმენტს „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგის შესაბამისად განვითარების ძირითად ეროვნულ პრიორიტეტებს ასახავს. ჩვენ მდგრადი განვითარების მიზნების რეალურ დროში განახლებისთვის მონიტორინგის სისტემაც კი შევქმენით.

ჩვენი მნიშვნელოვანი მიღწევები საქართველოს ბიზნესისა და ფინანსების გლობალურ ცენტრად წარმოჩენის საშუალებას აძლევს. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს მსოფლიოში; 2021 და 2022 წლებში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. 2023 წლის იანვარ-ივლისში კი კი მაჩვენებელმა 7.2% შეადგინა.

საქართველოს, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე გლობალური მოთამაშის პოზიცია, რომელიც წინ 2030 წლის დღის წესრიგით მიიწევს, მის მრავალრიცხოვან დარგობრივ პოლიტიკაში აისახება და მიზნად სიღარიბის შემცირებას, სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობას, განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებას და ეკომეგობრული ტურისტული პრაქტიკის დანერგვას ისახავს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები