„გუშინ ჩვენ დავამტკიცეთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვალისწინებულია 12 რეკომენდაციით, ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული, ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ გარდა ამისა, პარტიასა და პარლამენტთან ერთად შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირაში ყველა ის პუნქტი, რომელზედაც საუბარი ჯოზეფ ბორელთან და მის გუნდთან, ევროკომისიასთან ჰქონდათ, მმართველ პარტიას რეაგირება ექნება.
„მაქსიმუმს გავაკეთებთ. იმ კვირაში ეს პროცესიც ჩაიხურება. ვფიქრობ, მაქსიმუმ თვის ბოლომდე. ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთებული იქნება. ამიტომ, მიზეზი არ არსებობს და აღარ იარსებებს, თუ რატომ არ უნდა მიიღოს სტატუსი ქვეყანამ.
„ჩვენთან არსებობს მრავალპარტიული პარლამენტი, გვაქვს თავისუფალი მედია - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, მაგრამ ჩვენს ნებასა და სურვილზე არ არის დამოკიდებული“ – პრემიერმა ჯოზეფ ბორელთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
„პოლარიზაცია არათუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, გამოცდილებით, ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები ცდილობენ, საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს“.
კიდევ ვიმეორებ, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა და ძალიან დიდი უსამართლობა, რომელსაც ჩვენ არ შევეგუებით, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მით უმეტეს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ ქვეყნებთან მიმართებით, შედარებით, უკრაინა, მოლდოვა. კარგად ვიცით, რა ხდება ამ ქვეყნებში.
ჩვენ არავის ვედრებით, მაგრამ, ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, მით უმეტეს, იმ გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, რომელიც შექმნილია მთელს მსოფლიოში, ჩვენს რეგიონში და ევროპის კონტინენტზე და იმ შედეგების, იმ მიღწევების გათვალისწინებით, რომელსაც ჩვენ, ჩვენმა გუნდმა, ჩვენმა პარტიამ და პარლამენტმა მთავრობასთან ერთად მივაღწიეთ“. – განაცხადა პრემიერმა.