LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენმა მთავრობამ შეძლო, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

120
ღარიბაშვილი

„მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში მთავრობამ შეძლო და საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს.

ახალი აეროპორტის მშენებლობის დაწყება 2024 წლიდან იგეგმება – ირაკლი ღარიბაშვილი

„საანგარიშო პერიოდი მსოფლიოსათვის ურთულეს, გამოწვევებით აღსავსე პერიოდს მოიცავს. ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და რაც მთავარია, ასეთ ვითარებაში ძლიერი ეკონომიკური განვითარების შენარჩუნება.

მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მთავრობამ შეძლო ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო გამხდარიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში, როცა არა მხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა საფრთხეები, შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას, საფრთხეს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სტაბილურობისთვის. ის, რაც ქართულმა ოცნებამ შეძლო ბოლო 10 წლის განმავლობაში, არის მართლაც უპრეცედენტო. ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა