„ირაკლი ღარიბაშვილი არის ცნობილი მეზღაპრე, რომელსაც, ალბათ, აკლია წინ ნაცარი, რომელიც უნდა გაქექოს დილიდან საღამომდე, ეს უფრო კარგი ვიზუალური სახე იქნებოდა მისი საქმიანობის“, – ასე ეხმაურება „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომ „1 მილიონი ეთნიკურად ქართველი გვყავს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს“.
ამასთან, რუსეთიდან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე საუბრის დროს ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა საქართველოში უკონტროლოდ იზრდება:
„იმის ნაცვლად, რომ ზღაპრები მოჰყვეს რუსეთში მყოფ მილიონ ქართველზე, ამას აჯობებს შეხედოს საქართველოში არსებულ რუსეთის მოქალაქეების რაოდენობას, რომელიც უკონტროლოდ იზრდება და საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ერთი, სტაბილურ განვითარებას, ქმნის რუსეთიდან მომდინარე რისკებს, რომლებიც ნათელია და წარსულმა აჩვენა, როგორ იყენებს ხოლმე რუსეთი მისი მოქალაქეების უცხო ქვეყანაში ყოფნას იმ მოცემულობაში, მით უმეტეს, რომ ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.