LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონის მკაცრი ინსტრუქცია მიიღო“ – კარასინი ე.წ აგენტების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე

204
გრიგორი კარასინი

„სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონის მკაცრი ინსტრუქცია მიიღო“, – ამ განცხადებით რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ე.წ გავლენების კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც კარასინმა საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა, ამერიკაში ითხოვენ რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდეს.

„სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქცია მიიღო. იქ ითხოვენ რომ საქართველო იმ ქვეყნების რიგში ჩადგეს ვინც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს. მთავარი შეკითხვა – შეძლებს თუ არა საქართველო დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი სამოქმედო გეგმა?“ – წერს კარასინი.

პრეზიდენტი: ნუ გეშინიათ, რას იზამენ, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, დავადებ ვეტოს