“გვინდა, რომ წელსვე დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. ამის თაობაზე საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ. ეკონომიკის სამინისტრო არის მოწოდების სიმაღლეზე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზეც მუშაობს. როგორც მან აღნიშნა, ჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი, ეკლესია და საფლავები არ დაიტბოროს.
"უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული" - ირაკლი ღარიბაშვილი
"ჩვენმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა".
“ინფორმაციისთვის მინდა, გითხრათ, რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე. რას ვგულისხმობ, მოგეხსენებათ, ჩვენთვის ყველასთვის იყო საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ იყო გათვალისწინებული სოფლის დატბორვა, საფლავების, ეკლესიის, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით ახლა ვმუშაობთ ახალ პროექტებზე, რომელიც ისე უნდა აშენდეს, რომ თუ განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრემ ოდნავ დაიკლოს, შემცირდეს, მაგრამ ჩვენი ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის შეიძლება იგივე იყოს. ამიტომ, თუ ეს მოხდება, იქნება ძალიან სასიხარულო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.