ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე 30 000 უკრაინელი ჯარისკაცი უკრაინაში სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში წვრთნას გაივლის.
ბორელმა აღნიშნა, რომ ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში მთლიანი სამხედრო დახმარება 3,6 მილიარდ ევროს შეადგენს.
გარდა ამისა, ბორელმა დასძინა, რომ უკვე დაიწყო უკრაინაში სამხედრო დახმარების სასწავლო მისია (EUMAM), რომლის მიზანია მაისამდე 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება.
მისივე ინფორმაციით, ტრენინგი ძირითადად გერმანიაში, პოლონეთსა და სხვა წევრ ქვეყნებში ტარდება.
საგულისხმოა, რომ უკრაინელი სამხედროების წვრთნა მიმდინარეობს უახლესი იარაღის, მათ შორის Leopard 2 ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების Marder-ის მონაწილეობით.