სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები საზღვრის კვეთას მხოლოდ პირადობის მოწმობებით შეძლებენ.
მეზობელი ქვეყნების პრემიერმინისტრებმა დოკუმენტს ხელი ერევანში ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ მოაწერეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, კომისიის სხდომა ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა გახსნეს.
"პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მეზობელ ქვეყნებს შორის შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად" - ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის როლს, რომელიც მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების გასაძლიერებლად.
ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქმედი უვიზო მიმოსვლა კიდევ უფრო გამარტივდა და ამიერიდან მოქალაქეები საზღვარს ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.
ხელი მოეწერა აგრეთვე ორ ქვეყანას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე მთავრობათაშორისი კომისიის მე-12 სხდომის ოქმს.
კომისიის სხდომაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.