Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე IT ჰაბი შეიქმნება – ღარიბაშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე IT ჰაბი შეიქმნება – ღარიბაშვილი

208
პარლამენტი-2

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში IT ჰაბის შეიქმნა განიხილება და ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

“ქუთაისის პარლამენტის შენობა პრაქტიკულად უფუნქციოდაა, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იქ IT მიმართულების განვითარებას. ებრაულ კომპანიასთან ვმუშაობთ, რომელიც სურვილს გამოთქვამს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე ახალი IT ჰაბი შეიქმნას და არა მხოლოდ ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს ახალგაზრდებს. რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

[related_news id=”810016″ align=”left”]

დღესვე მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების სურვილია გონიოში ახალი დასახლების შექმნა, რომელიც შესაძლოა გახდეს ფინანსური ცენტრიც.

„გონიოში გვინდა, რომ აშენდეს რეალურად ახალი ქალაქი, შეიძლება იყოს ფინანსური ცენტრიც, გოლფის მოედნები, ვილები და ძალიან მნიშვნელოვანი ახალი დასახლება შეიქმნას გონიოში. თბილისში, თბილისის მერიასთან ერთად ვმუშაობთ ახალ, 2-3 პროექტზე, რომელზეც რამდენიმე კვირაში, მოგვიანებით შევატყობინებთ საზოგადოებას“, – აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები