LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: რეკომენდაციებზე აქტიურად ვმუშაობთ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს

28
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს, რათა საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება მალე მიიღოს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა:

„ჩვენ ახლა ვმუშაობთ იმ 12 რეკომენდაციაზე, რომელიც ევროპული საბჭოს და ევროკომისიის მიერ განისაზღვრა. ამაზე აქტიურად მიდის მუშაობა. იქნებოდა არასამთავრობო სექტორი, თუ ოპოზიციური პარტიები, ჩვენ კარი გავუღეთ ყველა აქტორს, რათა ამ პროცესში მათაც მიიღონ მონაწილეობა.

ჩვენი მხრივ, მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ დღეს ძალიან რთულ დროს გვიწევს ცხოვრება და მოღვაწეობა, მთავრობებს და მმართველებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ საკუთარი ქვეყნის, საკუთარი ხალხის წინაშე.

აქვე, მინდა აღვნიშნო და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა ბატონი პრემიერის მიმართ, მისი პოლიტიკის მიმართ და ჩვენც ვაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნები და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები