LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “ავადმყოფობის პერიოდში, მზად ვიყავი ნებისმიერ ფიზიკურ დაავადებაში, მათ შორის მომაკვდინებელშიც გამეცვალა ეს ყველაფერი” – გიორგი კეკელიძე

100
BeFunky-collage - 2022-10-26T000503.095

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში საკუთარი დეპრესიის შესახებ საუბრობს და მსმენელს თავის გამოცდილებას უზიარებს.

როგორც კეკელიძე აღნიშნავს, დღეს გარკვეული ტიპის შფოთვებთან გამკლავება უწევს, თუმცა დარწმუნებულია, რომ დაამარცხებს.

“მეგობრები ხვდებიან, რომ ხუმრობა არ არის, თუმცა ვერ იგებენ რა ხდება სინამდვილეში, სანამ ამას თავად არ გამოცდიან. გეუბნებიან: იარე, ივარჯიშე, ლეკვი გაზარდე. გაძლევენ ინსტრუქციებს, რომელიც არ მუშაობს. ეს ძალიან კარგი რჩევებია, მაგრამ ვერ აკეთებ. დეპრესიაში მყოფი ადამიანისთვის ყველაზე კომფორტული ოთახში გამოკეტვაა. მე სოციალურ ცხოვრებას ვერ ჩამოვშორდი, ვერ ჩავიკეტე იმის შიშით, რომ ყველაფერს დავკარგავდი. რეალურად ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. გარკვეული ტიპის შფოთვებთან გამკლავება დღესაც მიწევს, თუმცა თავდაღმართშია და დარწმუნებული ვარ დავამარცხებ.

საზოგადოებამ სწორად უნდა გაიგოს, რომ მსგავსი ტიპის რამ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება გადახდეს თავს და ეს სამარცხვინო არ არის. უამრავი წერილი გაჩნდა სოციალურ ქსელში და ადამიანები დახმარებას მთხოვდნენ, განსაკუთრებით რეგიონებიდან. მეც ყველანაირად ვცდილობდი ექიმებთან გადამისამართებას. ჩემი ავადმყოფობის პერიოდში მზად ვიყავი, ნებისმიერ ფიზიკურ დაავადებაში, მათ შორის მომაკვდინებელშიც გამეცვალა ეს ყველაფერი. იმდენად გაუგებრად რთული და მტანჯველია ეს მდგომარეობა. აქედან მედიკამენტების და ფსიქოთერაპიის გარეშე გადარჩენა თითქმის შეუძლებელია”, – საუბრობს გიორგი კეკელიძე.

ამავე თემაზე:

გიორგი კეკელიძე მძიმე პერიოდზე: „თითქოს სხვა სამყაროში ხარ ამ დროს და გგონია, რომ ვერასდროს დაბრუნდები დედამიწაზე, რეალურად, თვეების შემდეგ ხვდები, რომ დიახ, ბრძოლას აუცილებლად აქვს აზრი…“

გიორგი კეკელიძე: „შვილგარდაცვლილი დედები ვერასდროს იყურებიან მაღლა. მეტიც – მათ პირდაპირ მზერაც კი უჭირთ“

ეს მძიმე ამბავი სკოლაში გაკვეთილების დაწყებამდე შევიტყვე, თითქმის მარიტასოდენა ბავშვებს უნდა შევხვედროდი…და მერე იმ გაკვეთილებს გაკვეთილები აღარ ერქვათ: გიორგი კეკელიძე ვაკის პარკის ტრაგედიაზე

„არაფერია იმაზე ზუსტი, ვიდრე მეგრული ეზოები. ყოველ ჯერზე მაოცებს მათი მათემატიკა.. ამიტომაც არის აქაურობა ევროპელობის უტყუარი ბეჭედი და ცოტა მეტიც“ – გიორგი კეკელიძე

გიორგი კეკელიძე: “მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ, ამხელა მხარდაჭერა მართლა არ დამიმსახურებია, გპირდებით, რომ გაცილებით ძლიერი დაგიბრუნდებით და თქვენთან ერთად დიდ საქმეებს გავაკეთებ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები