LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი პრობლემა დღეს ჩვენთვის ლარის კურსია – სოსო ფხაკაძე

39
სოსო-ფხაკაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. BAG-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საუბარი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ბიზნეს გარემოზე და საინვესტიციო კლიმატზე იყო.

ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განმარტებით, ბიზნესმა დღეს 4 ძირითადი გამოწვევა დაასახელა, რომელზეც პრემიერთანაც იმსჯელეს.

"ქვეყანაში კვალიფიკაციური კადრების პრობლემაა" - რა გეგმები აქვს მთავრობას პროფესიული განათლების მიმართულებით

"მთავრობა გეგმავს, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები ჩაიდოს პროფესიულ განათლებაში. ბევრ ქვეყანაშია ანალოგიური პრობლემები და ამას ერთობლივი მუშაობა სჭირდება".

“ბიზნესისთვის პრობლემაა კვალიფიციური მუშა ხელი და სამუშაო ძალა. ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს და ბიზნესმა და მთავრობამ ერთად მივხედოთ. ასევე, პირველი პრობლემა დღეს ჩვენთვის ლარის კურსია. ეს წლების განმავლობაშია ნომერ პირველი პრობლემა. ამ პრობლემას მიეხედა და ხედავთ, რომ შიდა სავალუტო ბაზარზე ლარი მნიშვნელოვნად გამყარდა და აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს ეს ტენდენცია. დღეს ამ პრობლემას ბიზნესების 95%-ის მაგივრად, 60% ასახელებს.

ბოლო პრობლემა რომელზეც ვისაუბრეთ ესაა ბიუროკრატია, ამ მხრივ სიტუაცია სწორდება, მაგრამ არსებობს ადმინისტრაციული ბარიერები, რაზეც პრემიერთან კონკრეტულად ვისაუბრეთ,”- აცხადებს BAG-ის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები