„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა, რითაც საქართველოს მეგობრებზე თავდასხმას განაგრძობენ.
მისივე თქმით, რუსული ოცნების მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ და წევრობაზე ოცნებაც არ ღირს.
„რუსულმა ოცნებამ მორიგი ანტიამერიკული განცხადება გამოაქვეყნა. სტრატეგიული პარტნიორის მეგობრულ რჩევებს „ინსტრუქციებად“ ასაღებენ და ამ კონტექსტში უტიფრად საბჭოთა წარსულს ახსენებენ.
რუსული ოცნების ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი საქმიანობის რამდენიმე ასპექტს:
1. არ აპირებენ ევროკომისიის რეკომენდაციების, კერძოდ ერთ-ერთ მთავარი მოთხოვნის – რეალური სასამართლო რეფორმის ჩატარებას;
2. ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ არ დათმობენ სასამართლო სისტემას;
3. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებენ იმ მოსამართლეების მიმართ ვინც არ ემორჩილება რუსულ ოცნებას და კლანს;
4. განაგრძობენ თავდასხმას აშშ-ზე და ჩვენს მეგობრებზე, ამჯერად ესტონეთის პრეზიდენტ ტომას ილვესზე, რომელიც სხვა ევროპელ პრეზიდენტებთან ერთად, თბილისში იმყოფებოდა 2008 წლის აგვისტოში.
5. განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ რუსული ოცნების მმართველობის პირობებში ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მივიღებთ, წევრობაზე ხომ ოცნებაც არ ღირს“,- წერს მელია.
მაჭარაშვილი: „ამერიკის საელჩოს მიზანია, ქართულ მართლმსაჯულებაში თავისი წარმომადგენლები ჰყავდეს“