Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
როიტერი: ისრაელმა სირიაში რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმა განახორციელა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როიტერი: ისრაელმა სირიაში რუსეთის ბაზის სიახლოვეს სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

47
Untitled design (1)

ისრაელმა სირიაში, რუსეთის ბაზასთან ახლოს ავიაიერიში მიიტანა. 

როგორც “როიტერი” სირიის სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, ისრაელმა ირანულ სამიზნეებს კვირას, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საგვარეულო რეგიონის მახლობლად დაარტყა.

სამიზნეები რუსეთის მთავარ სირიულ ბაზებთან ახლოს, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

მანამდე სირიის არმიამ განაცხადა, რომ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და სამი დაიჭრა ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ტარტუს სამხრეთითა და დამასკოში.

როგორც გამოცემა წერს, ისრაელის მხრიდან სამიზნეს ასევე წარმოადგენდა სირიის დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთი, სადაც რადიკალური დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მებრძოლები არიან განლაგებულნი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები