LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა

161
Untitled design (14)

ევროკავშირმა მაიმუნის ყვავილის საწინააღმდეგოდ ჩუტყვავილას ვაქცინა დაამტკიცა. 

ჯანმო-მ „მაიმუნის ყვავილთან“ დაკავშირებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ვაქცინის დამტკიცება მას შემდეგ გადაწყდა, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ვაქცინის სახელწოდებაა “Imvanex”, მისი მწარმოებელი კი დანიური კომპანია.

“ევროკომისიამ გაახანგრძლივა კომპანიის ვაქცინის მარკეტინგული ავტორიზაცია ევროკავშირის მედიკამენტების მაკონტროლებელი ორგანიზაციის რეკომენდაციის შესაბამისად”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული ვაქცინა მტკიცდება ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში, ასევე ისლანდიაში, ლიხტენშტაინსა და ნორვეგიაში.

საქართველოს კარგი ზედამხედველობა აქვს დაწესებული – რას ამბობს “ჯანმოს” წარმომადგენელი “მაიმუნის ყვავილზე”

„მოსახლეობას ვამშვიდებ, საპანიკო არაფერია… ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, თვითგანკურნება ახასიათებს 3-4 კვირის განმავლობაში“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

„თუ არის ცხელება, გამონაყარი, ევროპაში მოგზაურობის ისტორია, სასურველია მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას“ – გამყრელიძე მაიმუნის ყვავილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები