LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინი 19 ივლისს ირანს ეწვევა – რუსეთის პრეზიდენტი ირანელ და თურქ კოლეგებს შეხვდება

62
ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 19 ივლისს თეირანში სირიის შესახებ ასტანას პროცესის გარანტორების (რუსეთი, ირანი, თურქეთი) ლიდერების სამიტზე გაემგზავრება. ღონისძიების ფარგლებში, რუსეთის ლიდერი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს ირანელ და თურქ კოლეგებთან ებრაჰიმ რაისთან და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

თეირანში პუტინის ვიზიტის წინ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სამეულის მოახლოებული შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება საერთაშორისო და რეგიონული პრობლემების განსახილველად.

პესკოვის თქმით, სირიის ფართო პრობლემის გარდა, ლიდერები ორმხრივ ფორმატში აპირებენ „აზრების გაცვლას საგარეო პოლიტიკაში ყველაზე ცხელ წერტილებზე“. ”ჩვენს ირგვლივ არის ბევრი ცხელი რეგიონალური პრობლემა, რომელიც საჭიროებს ჩვენს ურთიერთქმედებას მოგვარებისთვის”, – აღნიშნა მან.

მისივე თქმით, ასევე შესაძლებელია, რომ პუტინი რაისს და ერდოღანს აცნობებს უკრაინაში რუსული „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობას და მათთან ერთად განიხილავს მსოფლიო ასპარეზზე მომხდარ ცვლილებებს.

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ ბოგდანოვმა, სიტყვით გამოსვლისას რუსეთ-ირანის კონფერენციაზე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი თეირანს ხედავს როგორც “სანდო პარტნიორს და თანამოაზრე ადამიანად გლობალური ცვლილებების კონტექსტში”.

მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინის ორმხრივი შეხვედრების დღის წესრიგში რაისთან და ხამენეისთან აისახება „ორმხრივი თანამშრომლობის მთელი მრავალმხრივი პალიტრა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები