LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე, საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება – ზვიად ჭუმბურიძე

83
5f106b2beb456

,,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანი იმ შესაძლო სცენარზე საუბრობს, რაც კანდიდატის სტატუსზე უარის თქმას შეიძლება მოჰყვეს.

„პალიტრანიუსის“ ეთერში ზვიად ჭუმბურიძემ თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის გარეშე, საქართველოს განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდება.

„მე არ მინდა დავუშვა, რომ სტატუსს საქართველო ვერ მიიღებს, მაგრამ ეს თუ მოხდა, ჩვენ დავიხევთ უკან ძალიან დიდი ნაბიჯებით. სასამართლო ფარავს ყველაფერს, მოქალაქეების სრულ მოთხოვნას, ბიზნესს და პოლიტიკას. დამოუკიდებელი სასამართლოს გარეშე, არც ერთი სერიოზული ინვესტორი საქართველოში ფულს არ ჩადებს. იმიტომ, რომ მისი ინვესტიცია უნდა იყოს დაცული, ეს ფუნდამენტური ღირებულებაა, მით უფრო, ოკუპირებული ქვეყნის პირობებში“, – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

,,ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა იქვე დასძინა, რომ მას როგორც დიპლომატს მაინც პოზიტიური განწყობა აქვს. „მოცემულობა ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინში საკმაოდ რთულია, მაგრამ მე, როგორც დიპლომატი, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, რადგან ბრიუსელში და ევროკავშირის წევრი ქვეყნის დედაქალაქში გადაწყვეტილებას იღებენ სერიოზულად მოაზროვნე ადამიანები და უნდა გაითვალისწინონ რუსეთის ფაქტორი და ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში. აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, სტატუსის მიღება დათქმებით“, – განმარტა ჭუმბურიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები