LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარტიების დებატები ვერ ასახავს იმ რეალობას, რომლის ფარგლებშიც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს: ნიკა ჩიტაძე

83
f77a1f8728434b049cdb43983524975d

იქონიებს თუ არა გავლენას ქვეყნის ევროპულ მომავალზე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება ? ამ საკითხზე რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემაში “დღის თემა” პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ ისაუბრა.

“სამწუხარო ფაქტია, რომ პარლამენტში გამართული დებატებიც კი გვიჩვენებს, რამდენად მაღალია საქართველოში პოლარიზაცია, მათ შორის, ქართული პოლიტიკური ელიტის ფარგლებში და შესაბამისად საზოგადოებაშიც.

პარტიების დებატები ვერ ასახავს იმ რეალობას, რომლის ფარგლებშიც საქართველო უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის მოთხოვნებს. აზრთა სხვადასხვაობა უნდა დაფიქსირდეს ტოლერანტობის ფარგლებში.

როდესაც მიმდინარეობს ე.წ არაჯანსაღი კონკურენცია, ბუნებრივია ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ვინაიდან საგარეო პოლიტიკა არის საშინაო პოლიტიკის გაგრძელება“, – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ამ ეტაპზე საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა? პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ მმართველ ძალას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები